LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგი დაპირისპირება მოზარდებს შორის – ორი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოხვდა

45

თბილისში, რამდენიმე მოზარდს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა. შემთხვევა წერეთლის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირსპირებაში ათზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა.მათგან ორი, ფიზიკური დაზიანებით იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების პრესსამსახურში არასრულწლოვნების დაჭრის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

სავარაუდოდ, კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზად კი სიგარეტის თხოვნა სახელდება.

მანამდე, პირველ არხს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადს, რომ კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ორი დაჭრილი არასრულწლოვანი შეიყვანა, რომელთაც სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები