LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგი მარცხი: ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

42

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. მცდელობა კვლავ უშედეგო აღმოჩნდა. იაპონიის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამჯერად ჩრდილო-დასავლეთ კუსონგიდან გაშვებულმა რაკეტამ 2 000 კმ სიმაღლეს მიაღწია.  ეს ჩრდილოეთ კორეისთვის ახალი რეკორდია.

ჯერჯერობით უცნობია რა ტიპის რაკეტა გამოსცადეს ამჯერად. ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება სრულიად ახალი ბალისტიკური რაკეტა იყოს.

სამხრეთ კორეის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ ეს პროვოკაცია იყო.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, მძიმე სანქციების დაწესება მოითხოვა, ხოლო ჩინეთს თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ჩრდილოეთ კორეამ მხოლოდ გასულ თვეს ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, ორივე მათგანი ჰაერში აფეთქდა.

ამ რაკეტების ტესტირების მცდელობამ, რომელიც გაერომ დაგმო, საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო და აშშ-სთან დაძაბულობის ზრდა გამოიწვია.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები