LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგი მხრჩოლავი ავტობუსი თბილისი-წყნეთის გზაზე (ვიდეო)

225

მორიგი მხრჩოლავი ავტობუსი ამჯერად წყნეთი-თბილისის გზაზე გამოჩნდა. ვიდეოს ავტორი, რომელიც მცირე ხნის წინ  სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჟურნალ „O.K.“-ს რედაქტორი ნინჩო ჯიბლაძეა და ის წერს:

„არ გეჩვენებათ, ასეთია ყველა, უკლებლივ!

მგზავრების სახეზე ადვილი მისახვედრია, რა დღეშიც არიან, ამოხუთულები 40 გრადუს სიცხეში – ქალებს ჩანთით ნიშადური დააქვთ წლებია, გულის წასვლისთვის რომ მზად იყვნენ“.

ვიდეოს, რასაკვირველია, გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი წერს:

„უფიქრიათ, რამდენ მარშრუტს ასრულებს დღის განმავლობაში და თითოეულ გაჩერებაზე რამდენი ბავშვი და ახალგაზრდა იწამლება უშუალოდ ასეთი ავტობუსის დაძვრის დროს (ქუჩაში გამოფრქვეული კვამლის ფეხით მოსიარულეების ან ჰაერზე გამოყვანილი ბავშვების მიერ შესუნთქვაზე რომ არაფერი ვთქვათ)??? ეს კვამლი სახლში უნდა შეუშვა მათთან, ვინც ასეთ ავტობუსს ქუჩაში უშვებს!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები