LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსაგები თამაში წავაგეთ: საქართველომ გერმანია ვერ გაიარა (ფოტოები)

50

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე თავისი მეორე მატჩი – გერმანიასთან წააგო: 57:67. დავთმეთ მატჩი, რომელშიც ფავორიტები ვიყავით და რომლის მოგება ძალიან გვჭირდებოდა. ალბათ, მწვრთნელები და თავად კალათბურთელები უკეთ გაანალიზებენ მარცხის მიზეზს და იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო მატჩებს უკეთ მომზადებულები შევხვდებით. ახლა ცხვირის ჩამოშვების დრო არ არის, პირიქით მეტი მობილიზებაა საჭირო და საკუთარი ძალის რწმენა. ეს კი თუნდაც მომდევნო შეხვედრაში უნდა შევძლოთ, სადაც უკრაინასთან კვლავ ფავორიტად ჩვენ მივიჩნევით.

არ წავიდა ის თამაში, რასაც ველოდით. გერმანიამ უკეთ ითამაშა, ნაკლები შეცდომა დაუშვა, სროლებიც წაუვიდა, პერიმეტრზეც ივარგა. ჩვენ კი ხშირად ვუშვებდით შეცდომებს და ბევრ შანსს ვანიავებდით. ამ ყველაფერმა ბუნებრივია საბოლოო შედეგზე იმოქმედა. არადა, როგორ გვჭირდებოდა ამ თამაშის მოგება. რა თქმა უნდა, ერთი წაგებით არაფერი დამთავრდა და ყველაფერი წინაა, მაგრამ მოსაგები აუცილებელია მოიგო პლეი-ოფში უკეთეს პოზიციაზე რომ აღმოვჩნდეთ. ძალიან დასანანი შეხვედრა წავაგეთ. გერმანელებთან თამაშშა დაგვანახვა, რომ თითოეულ თამაშს და მეტოქეს სრული კონცენტრაციით უნდა მოეკიდო, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი უბრალოდ არ იქნება.

პირველი მეოთხედი თანაბარი თამაში წავიდა, საქართველომ საგრძნობი უპირატესობა ვერ მოიპოვა, მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენები წინ იყვნენ, მეოთხედის დასრულებამდე დაახლოებით 2 წუთით ადრე წინ გერმანელები გავიდნენ. საბოლოოდ ათწუთეული სამართლიანად ფრედ დასრულდა – 19:19.

მეორე მეოთხედიც თანაბარ ბროლაში წარიმართა. თუმცა ვერაფრით ვერ მოვახერხეთ წინ გასვლა და ანგარიშში მუდმივად გერმანია იყო წინ. ტაიმი კი მეტოქემ 5 ქულით – 41:36 მოგვიგო.

მესამე მეოხთედი უკვე ჩვენი უპირატესობით დაიწყო და დიდი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა, წინაც გავედით. თუმცა თამაში მაინც ქულა-ქულაში წავიდა და საბოლოოდ მეოთხედის ბოლოს მაინც გერმანია დარჩა წინ სამი ქულით.


მოკლედ, ისევ ნერვების წყვეტამდე მეოთხე პერიოდი გველოდა.

პრინციპში ასე არ მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენებს ქულების მოგროვება უჭირდათ. ბურთსაც ხშირად ვკარგავდით შეტევისას. მეტოქემ კი მნიშვნელოვანი ქულები მოაგროვა და 5 წუთით ადრე 13 ქულითაც გაგვექცა. ჩვენებმა კი სცადეს თამაშში დაბრუნება, მაგრამ დიდად არც გვიმართლებდა და საქართველოს აღარც ძალა და აღარც იღბალი არ ეყო თუნდაც ვითარება დაეძაბა. მოკლედ, გადამწყვეტი მეოთხედი ულაპარაკოდ წავაგეთ. ისევე როგორც მთლიანად მატჩი, რომელშიც გერმანიამ საქართველოს აჯობა.


ისღა დაგვრჩენია წინ გავიხედოთ.

3 სექტემბერი
16:45სთ: საქართველო – უკრაინა
5 სექტემბერი
22:30 სთ: ისრაელი – საქართველო
6 სექტემბერი
18:30 სთ: საქართველო – იტალია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები