LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის უმრავლესობისთვის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა მისაღებია – NDI

97

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

ამასთან, უფრო მეტი მოქალაქე უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, ვიდრე – ნატო-ში.

კერძოდ, გამოკითხულთა 72%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 21%-ისთვის ეს მიუღებელია, ხოლო 7%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64% მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, რომ საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი, 26%-ისთვის ეს მიზანი მიუღებელია, ხოლო 9%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები