LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლე: დეკანოზ გიორგი მამალაძის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს

47

ე. წ. ციანდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულდა. მოსამართლე ბადრი შონიას განცხადებით, სახელმწიფო ბრალდებამ საკმარისი არგუმენტირებული მტკიცებულებები წარმოადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნულ საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

მოსამართლემ ბრალდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ წარდგენილი 12 შუამდგომლობიდან არც ერთი დააკმაყოფილა. მათ შორის ერთი სწორედ გიორგი მამალაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ეხებოდა.

არსებითი განხილვის სხდომა 19 მაისს, 12.00 საათზეა ჩანიშნული.

ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმის წინასასამართლო სხდომა დახურული იყო.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები