LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლემ დათო ტურაშვილი დარბაზიდან გააძევა

91

ნარკოდანაშუალში ბრალდებულ ირაკლი რამიშვილის სასამართლო სხდომაზე ხმაური იყო. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა ადვოკატი ირმა ჭკადუა და მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც საგულშემატკივროდ იყო მისული და ბრალდებულს თავდებში უდგება. ტურაშვილი მოსამართლემ 200 ლარითაც დააჯარიმა.

როგორც ტურაშვილმა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, გააპროტესტა პროკურორების ქმედებები. მისივე თქმით, ბრალდების მხარე მოუმზადებელი წარდგა სასამართლოს წინაშე და განათლებისკენ მოუწოდა, სწორედ ამან გამოიწვია მოსამართლის მხრიდან გაძევება და დაჯარიმება.

ტურაშვილის თქმით, ურჩევნია, დააპატიმრონ, იქედან გამომდინარე, რომ ფინანსური პრობლემები აქვს და დაკისრებულ ჯარიმას ვერ გადაიხდის.

კომენტარი გააკეთა დარბაზიდან გამოძევების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ, რომლის თქმითაც, მოსამართლე ყვირილით მიმართავდა დაცვის მხარეს და ამან გამოიწვია მისი საპასუხო რეაქცია. კერძოდ, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მან მოსამართლეს მოუწოდა, ნერვებზე ემკურნალა და ამის შემდეგ მოხდა მისი დარბაზიდან გამოძევება.
პროცესი ამ დრომდე გრძელდება. დათო ტურაშვილი და კიდევ სხვა პირები, რამიშვილის თავდებით გათავისუფლებას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები