LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლემ ობამას შვებულების ხარჯებზე მასალა ე.წ. პიჯაკების საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო

66

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, შვებულების ხარჯებთან დაკავშირებული მასალა ე.წ. პიჯაკების საქმეს მტკიცებულებად არ დაერთო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე  საქმეში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ საქმეს მტკიცებულებად დართვოდა სტატია ობამას მიერ 8 წლის განმავლობაში შვებულებაში ყოფნისას დახარჯული თანხების შესახებ.

როგორც ადვოკატმა განმარტა, ხარჯები დაახლოებით 85 მილიონ დოლარს შეადგენს და ხარჯების ნაწილი, საიდუმლო სამსახურის მიერ ფარულად არის გაწეული. დავით კაკოიშვილის თქმით, ეს მტკიცებულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ს ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ხორციელდება, ვინაიდან ამ ხარჯების გაწევის გამო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი არ იდევნება.

ადვოკატის ამ შუამდგომლობას პროკურორი არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ამ მასალებს საქმესთან არავითარი შემხებლობა არ აქვს.

საბოლოოდ, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ობამას საშვებულებო ხარჯებთან დაკავშირებული მასალა საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო.