LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის რეფორმის საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს

46

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა – პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, დეპუტატები და მოსამართლეები სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობენ რა შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა  და როგორ უნდა მოგვარდეს სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემა.

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით კანონპროექტი უკვე მზად არის. სამუშაო შეხვედრაზე დოკუმენტს უკვე  მუხლობრივად განიხილავენ.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ უკვე მუხლობრივად თითოეულ ნორმის მიხედვით ამ ტექსტს და იმედია, რომ დღესვე მოვახერხებთ შეჯერებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და ასევე დღესვე გვექნება დამატებითი მსჯელობა გადატვირთულობის პრობლემასთან დაკავშირებით. ამაზეც არის წარმოდგენილი დამატებითი რეკომენდაციები,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

შეხვედრას ესწრება უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძეც, რომელიც აცხადებს, რომ უმთავრესი გამოწვევა სახელმწიფოსთვის არის ის, რომ უვადო დანიშვნის საკითხს მოეკიდონ მეტი პასუხისმგებლობით. მისი თქმით, 40 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა კატასტროფა იქნება და ეს პროცესი არავითარ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას არ მოიცავს.

რაც შეეხება დისციპლინურ სამართალწარმოებას, ანა დოლიძე თვლის, რომ ხარვეზები არის ამ მიმართულებით თუმცა კანონპროექტი მოსამართლეებს უფრო ანგარიშვალდებულს გახდის საზოგადოების მიმართ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება არის ძალიან საინტერესო. ეს არის გამაფრთხილებელი განცხადება კანონმდებლებისათვის, რომ ბევრად უფრო სერიოზულად მოეკიდონ სასამართლო სისტემის რეფორმის და უპირველეს ყოვლისა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს. ეს არის უმთავრესი გამოწვევა სახელმწიფოს წინაშე, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს მართლაც დამოუკიდებელი და კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტებული. დისციპლინური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია. ეს იქნება საშუალება, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე და არ არსებობდეს ბერკეტი მოსამართლეზე ზეწოლის. საკანონმდებლო პროცესი გვიჩვენებს, რამდენად მივა პარლამენტი ამ შედეგამდე – განაცხადა ანა დოლიძემ

შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

პოპულალურები