LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვი რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავს – გრიგორი კარასინი

81

მოსკოვი რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავს, თუმცა ასეთ შეხვედრას მომზადება სჭირდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

„თეორიულად ასეთი შეხვედრა შესაძლებელია ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, თუმცა ამას სათანადო მომზადება სჭირდება,“ – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთთან რაციონალური დიალოგის მომხრეა.

“ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები, არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში,”ც- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პოპულალურები