LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვის სავაჭრო ცენტრში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

37

მოსკოვის სავაჭრო ცენტრ „პერსეიში“ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარდაცვლილი სავაჭრო ცენტრის თანამშრომელია. ცეცხლის ჩაქრობის დროს დაშავდა სამი მეხანძრე.

სავაჭრო ცენტრში ხანძარი ამ დროისთვის მთლიანად ჩააქრეს. ცეცხლი 80 კვადრატული მეტრის ფართობზე იყო გავრცელებული.

სავაჭრო ცენტრში ძირითადად საბავშვო პროდუქცია იყიდება, შენობის ერთ-ერთ სართულზე კი ბავშვთა გასართობი ზონაა მოწყობილი.

ინციდენტის დროს სავაჭრო ცენტრში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები