LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვის თეატრი თბილისში ჩეხოვისა და რემარკის ინტერპრეტაციას ჩამოიტანს

340

მოსკოვის თეატრი „სოვრემენნიკი“ თბილისში დიდი გასტროლების ფარგლებში ჩამოვა და გრიბოედოვის სახელობის თეატრის სცენაზე,  ორ სპექტაკლს ითამაშებს.

თეატრი ოცდათერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩამოდის საქართველოში და მაყურებელს ჩეხოვის „ალუბლის ბაღსა“ და რემარკის „სამ მეგობარს“ წარუდგენს. სპექტაკლები 2018 წლის 16-20 მაისს თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე გაიმართება.

„ალუბლის ბაღს“ თბილისელი მაყურებელი 16-17 მაისს, ხოლო რემარკის „სამ მეგობარს“ 19-20 მაისს,  საღამოს 19:00 საათზე იხილავს.

თეატრის ტურის ფარგლებში, 21 მაისს, „სოვრემენნიკის“ რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – გალინა ვოლჩეკი ქართველ მაყურებელს შეხვდება.

შემოქმედებით საღამოზე  „თეატრი როგორც ბედისწერა: ღია დიალოგი მაყურებელთან“ გალინა ვოლჩეკი ისაუბრებს მის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე. ასევე ინტერაქტიულ რეჟიმში უპასუხებს მაყურებელთა კითხვებს. მაყურებელმა წინაწარ, შეკითხვები ქალბატონი გალინასთვის შესაძლებელია თეატრის სალაროში დატოვოს ან გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის ოფიციალურ facebook გვერდზე გააგზავნოს, ხოლო 21 მაისს თეატრის სცენიდან ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებს.

გალინა ვოლჩეკი – სსრკ სახალხო არტისტი, პედაგოგი და რეჟისორი დაიბადა 1933 წელს მოსკოვში. ის გახდა პირველი რეჟისორი საბჭოთა სივრცეში, რომელმაც მოახერხა კულტურული დიალოგის დაწყება სსრკ-ის და აშშ-ს შორის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები