LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვს საცობის არ სჯერა: ინგლისს და გერმანიას მოსკოვს სოჭი ურჩევნიათ

42

ინგლისისა და გერმანიის ნაკრებების წარმომადგენლებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დროს მოსკოვში ცხოვრება არ სურთ. იმ შემთხვევაში თუ გუნდები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გავლენ, ისინი რუსეთის დედაქალაქში ცხოვრებას არ აპირებენ, ამის მიზეზი კი მოსკოვში გართულებეული სატრანსპორტო ვითარებაა. გერმანიის ნაკრებმა, რომელიც მიმდინარე კონფედერაციათა თასზე მონაწილეობს, მოსკოვური საცობების ”ხიბლი” საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა.

სამაგიეროდ, გერმანელთა სამწვრთნელო შტაბი და თავად ფეხბურთელები სოჭით არიან მოხიბლულნი და სწორედ რუსეთის სამხრეთ ნაწილში სურთ გაჩერება მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისი კონფედერაციათა თასზე არ მონაწილეობს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა და მისმა თანაშემწემ სტივ ჰოლანდმა ოთხივე მასპინძელი ქალაქი მოინახულეს და ინფრასტრუქტურასაც გაეცნენ, თუმცა სოჭის მსგავსად მათ არც მოსკოვის, არც პეტერბურგის და არც ყაზანის ბაზები არ მოსწონებიათ. წყაროს ინფორმაციით, ისინი სოჭის გარდა ნიჟნი ნოვგოროდისა და ვოლგოგრადის კანდიდატურებსაც განიხილავენ.

ფიფა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილეებს რუსეთში განთავსებულ 65 ბაზას სთავაზობს, საიდანაც თავისთვის სასურველს ნაკრებები თავად აირჩევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები