LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში ათი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

37

მოსკოვში აფეთქების საფრთხის გამო სავაჭრო ცენტრებიდან, სადგურებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან 10 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 

ხალხის ევაკუაცია განხორციელდა 20 ობიექტიდან, რომელთა დანაღმვის შესახებ პოლიციამ ანონიმური შეტყობინება მიიღო. ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ – ყაზანის, ლენინგრადისა და კიევის სადგურებზე. რუსული მედიის ცნობით, დაცლილია სეჩონოვის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტიც. სამართალდამცავები მომხდარს სატელეფონო ტერორიზმად აფასებენ.

ყველა ობიექტზე, ამ ეტაპზე,  საგანგებო სამსახურების თანამშრომლები და კინოლოგები მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები