LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში შენობიდან ასი ათასამდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა

52

მოსკოვში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო, ათობით შენობიდან ასი ათასამდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში, მთელი დღის განმავლობაში, 130-მდე ასეთი შეტყობინება შევიდა.

ობიექტებს შორის სავაჭრო ცენტრები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები, აეროპორტები, რკინიგზის სადგურები და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილები ფიგურირებს.

თითოეული შენობა კინოლოგებმა და გამნაღმველებმა დაათვალიერეს, თუმცა არც ერთ მათგანში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები