LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში ცვლილებათა პაკეტს კენჭს კიდევ ერთხელ უყრიან

107

თუ მოსმენების კანონს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, ცვლილებების პაკეტს კიდევ ერთხელ ეყრება კენჭი მომდევნო კვირას,ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს პოზიციები ჩამოყალიბებული ამ პაკეტთან დაკავშირებით და სწორედ ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, როცა სამი მოსმენით მივიღეთ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ცვლილებების პაკეტი და ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით. ამის საფუძველზე, ვეტოს შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ეყრება კენჭი პაკეტს მომდევნო კვირას, საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული პაკეტი ხელმოსაწერად 6 მარტს გადაუგზავნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები