LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოსმენების შესახებ” კანონი პოლიტიკისთვის დამანგრეველია – სერგო რატიანი

107

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი ამბობს, რომ „მოსმენების შესახებ“ კანონს „არავინ შეეგუება“ და ეს ქართული პოლიტიკისთვის დამანგრეველია.

რატიანის თქმით, ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ საკითხთან დაკავშირებით დავას ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში, შემდგომში კი სტრასბურგში გააგრძელებენ.

„ე.წ ფარულ მოსმენა მიყურადების კანონთან დაკავშირებით მთელი პოლიტიკური სპექტრი არის ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. ფაქტობრივად ყველა არის შეთანხმებული, თუ როგორი უნდა იყოს ეს კანონი და როგორი არ უნდა იყოს. მსგავსი შეჯიბრი ქართულ საზოგადოებასთან და ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან, საბოლოო ჯამში, დაანგრევს „ქართულ ოცნებას“. მათ არანაირი ბერკეტი არ აქვთ პოლიტიკის წარმოების. როგორც ჩანს, მათ უნდათ ჩანაწერების გაგრძელება. პოლიტიკის წარმოების სხვა ინსტრუმენტი მათთვის წარმოუდგენელია. საბოლოოდ, არავინ შეეგუება ამ კანონს. ყველასთვის ცხადია, რომ ეს დამანგრეველია მთლიანად პოლიტიკისთვის. შესაბამისად, ჩვენ და მთლიანად პოლიტიკური სპექტრი გავაგრძელებთ ბრძოლას – იქნება საასამართლოები, მათ შორის საკონსტიტუციოც. ამავე დროს გვესმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ დაგხვდება ყოფილი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, მაგრამ ეს გაგრძელდება სტრასბურგშიც. საბოლოო ჯამში, ან ,,ქართული ოცნება“ ჩამოშორდება ქართულ პოლიტიკას, ან ამ კანონს რაღაც ეტაპზე შევაჩერებთ,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტში დღეს ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით პლენარული სხდომის ფორმატში იმსჯელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები