LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსწავლეების გაკვეთილების ცხრილი უნდა განიტვირთოს – ჯეჯელავა

54

სკოლებში გაკვეთილების რაოდენობა ძალიან ბევრია, განსაკუთრებით, შუა კლასებში, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, გაკვეთილების ცხრილი, შეძლებისდაგვარად, უნდა განიტვირთოს.

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს და მშობლების პრეტენზიას, რომ პირველკლასელთა სახელმძღვანელობი ძალიან მძიმეა და ხშირად მოზარდებში ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, მინისტრი აცხადებს :

”აქ ორი ძირითადი მიმართულებაა, ერთი არის ახალი სახელმძღვანელოები, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ გვინდოდა, რომ წელს შესულიყო ახალი სახელმძღვანელოები სკოლაში, თუმცა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით წელს გვექნება ელექტრონული ფორმატები და მომავალი წლიდან უკვე დაბეჭდილ წიგნებს მიიღებენ ჩვენი მოსწავლეები. ეს სახელმძღვანელოები იქნება უფრო მსუბუქი, ეს არის ერთი მიმართულება, დიდტანიანი სახელმძღვანელოები გაიყოფა ორ ნაწილად.

მეორე მიმართულება არის ის,რომ ვფიქრობთ გაკვეთილების რაოდენობა ძალიან ბევრია, განსაკუთრებით შუა კლასებში და ვფიქრობთ, რომ გაკვეთილების ცხრილი შეძლებისდაგვარად შედარებით განვტვირთოთ. რამდენიმე იქნება მაქსიმალური გაკვეთილი ჯერ არ ვიცით, ამაზე სპეციალისტები მუშაობენ. ეს ყველაფერი მომდევნო სასწავლო წლიდან დაიწყება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები