LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსწავლეს საეჭვო ნაკაწრები შევნიშნე და სამინისტროს და სამართალდამცველებს ვაცნობე – დირექტორი

91

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის #1 სკოლის დირექტორის, შუშანა კონცელიძის განცხადებით, მათი მოსწავლე, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა, ბოლო ორი თვის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა.

როგორც შუშანა კონცელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არასრულწლოვნის მამამ სკოლის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა, რომელშიც მშობელი მიუთითებდა, რომ შვილი მას მშენებლობაზე ეხმარებოდა და სკოლას ამ მიზეზით აცდენდა.

ამასთან, ახლობლების მსგავსად დირექტორიც 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტს ინტერნეტ თამაშს უკავშირებს და აცხადებს, რომ ბავშვს ხელზე ნაკაწრები აღენიშნებოდა.

„ხელზე ნაკაწრები შევნიშნე, საეჭვოდ მივიჩნიე და ვაცნობე სამართალდამცველებს, სამინისტროსა და მშობლებს“, – განაცხადა შუშანა კონცელიძემ.

17 წლის მოზარდი კლინიკა “მედინაშია” მოთავსებული. მას გუშინ გვიან ღამით, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები