LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოურინიო იაგუარს უკეთ მართავს, ვიდრე ჩელსის (ვიდეო)

81

ჟოზე მოურინიო ლურჯ „იაგუარს“ უკეთ მართავს, ვიდრე ლურჯ „ჩელსის“.
განსაკუთრებულმა კაცმა ინტერვიუ მისცა ჟურნალ GQ-ს, პარალელურად მას ასევე შეთავაზეს ლურჯი „იაგუარის“ საჭესთან დამჯდარიყო. მოურინიომ კლასი დათოვლილ გზაზე აჩვენა და მოყვა რას აკეთებდა „ჩელსიდან“ გაგდების შემდეგ.
Sky Sport Italia-ის ინფორმაციით, ჟოზე და „მანჩესტერ იუნაიტედი“ უკვე მივიდნენ შეთანხმებამდე, თუმცა როდიდან შეუდგება პორტუგალიელი „წითელ ეშმაკებთან“ მუშაობას ჯერ არ იციან.
შეგახსენებთ, მოურინიო „არისტოკრატებმა“ დეკემბერში დაითხოვეს.
53 წლის პორტუგალიელს სამჯერ აქვს ინგლისის ჩემპიონატი მოგებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები