LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოურინიომ და ვენგერმა ამოისუნთქეს: მანჩესტერმა ლივერპული წააქცია (კარიკატურა)

70

ინგლისის პრემიერლიგაში განსაკუთრებული მატჩი გაიმართა: „მანჩესტერმა“ იქაურ კლასიკაში „ლივერპული“ მიიღო და 2:1 დაამარცხა (რაშფორდის დუბლი). ამ დაპირისპირების მოლოდინი იმხელაა ხოლმე, რომ თუ გუნდებმა ნამდვილი სპექტაკლი არ დადგეს, ქომაგი, როგორც წესი, დიდად კმაყოფილი ვერ არის. სამწუხაროდ, ასე მოხდა ამ ჯერზეც. თუმცა ჟოზე მოურინიოს ალბათ ეს ნაკლებად ანაღვლებს, მან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და მეორე ადგილისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

ჟოზესი არ იყოს, ოდნავ შვებით ამოისუნთქა არსენ ვენგერმაც. მის თავს იმდენი რამ დატრიალდა ბოლო დროს, მტერს არ უსურვებდა კაცი. თუმცა ბოლო დროს მისი ბიჭები კარგად ისვრიან: ჯერ „მილანს“ მოუგეს სტუმრად ევროპალიგაზე, ახლა კი ულაპარაკოდ აიღეს სამი ქულა „უოტფორდთან“ (3:0). ამის გამო კი მუსიე არსენმა თვით ფერგიუსონის მხარდაჭერა მოიპოვა.

 

იუნაიტედმა ლივერპულს აჯობა

 

სალაჰის სასტიკი კოშმარი

 

არსენ ვენგერმა სერ ალექს ფერგიუსონისგან მხარდაჭერა მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები