LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოურინიომ შეტევაც იცის: სალაჰი არ დადის, სალაჰი დაფრინავს (კარიკატურა)

108

ჟოზე მოურინიოს არ ეშვებიან. მისმა ფრთხილმა ფეხბურთმა ბევრს დააკარგვინა მოთმინების ფიალა. განსაკუთრებით, შინ „სევილიასთან“ სალიგო მატჩის შემდეგ, როდესაც ინგლისური გრანდი გათამაშებას გამოეთიშა და ამაში ბევრმა დამნაშავედ სწორედ ჟოზეს ტაქტიკური ხედვები სცნო. ამას კი ის მოყვა, რომ განსაკუთრებულმა 12-წუთიანი მონოლოგი მოაწყო პრესკონფერენციაზე და ჟურნალისტები იქით გამოლანძღა. გაშარჟებულმა პასუხმაც არ დააყოვნა.
ამასობაში პრემიერლიგაში საუკეთესო გოლეადორის ამბავი სავარაუდოდ გადაწყვეტილია – მოჰამედ სალაჰს ერთ მატჩში ოთხი გოლი გააქვს და აბა ვინ დაეწევა.
ძალიან კარგი ფეხბურთელი, ფერნანდო ტორესი კი იუბილარია.

 

ერთადერთი ადგილი, სადაც მოურინიომ იცის როგორ შეუტიოს, ეს პრესკონფერენციაა

 

სალაჰი ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.
სამწუხაროდ, ჰარი კეინმა ტრავმა მიიღო და ეგვიპტელს კონკურენციას ვეღარ გაუწევს.

 

დაბადების დღეს გილოცავთ, ელ ნინიო!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები