LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოუსვენარი დიეგო – მარადონა მექსიკაში წავიდა

80

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო მარადონამ სამუშაოდ მექსიკას მიაშურა.დიეგო მექსიკური კლუბის- ”დორადოსის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

აღნიშნული ინფორმაცია მექსიკური კლუბის ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.

”დორადოსი” მექსიკის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის კლუბია.

მაისში მარადონა ბრესტის ”დინამოში” მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა,თუმცა გუნდი მალევე დატოვა და სამწვრთნელო კარიერის განახლება განიზრახა.

ბოლო კლუბი,რომელსაც ლეგენდარული არგენტინელი წვრთნიდა არაბეთის გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელი ”ალ-ფუჯაირა” იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები