LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოუწევთ თუ არა ზეგანაკვეთურ სამუშაოზე ზედა ზღვარის დაწესება დამსაქმებლებს

96

დასაქმების სააგენტოები საიას ინიციატივას ეხმაურებიან, რომელიც კერძო სექტორში ზეგანაკვეთურ სამუშაოზე ზედა ზღვარის დაწესებას გულისხმობს. როგორც „ბიზნესკურიერში“ „ეიჩ არ ჯის“ კომერციულმა დირექტორმა ეთერ ლეშჩინსკაიამ განაცხადა, ზეგანაკვეთური საათები, ბოლო 3-4 წელია, მეტ-ნაკლებად უკეთესად რეგულირდება, კომპანიები ამას როგორც დამატებით ანაზღურებად, ისე თვლიან და ეს პრაქტიკა უკვე ინერგება. მიუხედავად ამისა, ლეშჩინსკაია ამბობს, რომ ზედა ზღვარის დაწესება ბიზნესის კომპეტენციაში უნდა დარჩეს და მან უნდა განსაზღვროს, თუ რა ხარჯის გაწევა უღირს ამისთვის, შემდეგ კი ყველაფერი დასაქმებულთან შეთანხმებით უნდა დაბალანსდეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს- დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების გარემოებებს, როგორც დასაქმების სააგენტოს კომერციული დირექტორი ამბობს, არაერთი მსხვილი კომპანიის შემთხვევა არსებობს, როდესაც დასაქმებულმა სასამართლო მოიგო და თავი აღიდგინა , როგორც კომერციულ, ისე სახელმწიფო სექტორში. „ეიჩ არ ჯიში“ ამბობენ, რომ შრომის კოდექსი დასაქმებულების ინტერესებზე უფროა მორგებული, ვიდრე დამსაქმებლების.