LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვაჭრეები ბაზრის მეწილეებსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავენ

82

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრის მეწილეებსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავენ. დილიდან ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ობიექტები სრული დატვირთვით აგრძელებენ მუშაობას.

ბაზრის ადმინისტრაცია მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. მოვაჭრეების თქმით კი, სამსონ (სოსო) ქუთათელაძეს ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

რუსთავში გუშინ, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე, მოკლეს. მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

სამსონ ქუთათელაძე 2008-2012 წლებში საჩხერიდან საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები