LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვაშოროთ ფეხბურთს ბუქმეკერები: ინგლისში ლეიბორისტები გააქტიურდნენ

52

დიდ ბრიტანეთში მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც სათამაშო ბიზნესში ჩართულ კომპანიებს საფეხბურთო კლუბების დასპონსორებას აუკრძალავს.

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, საფეხბურთო კლუბებს ნაკლებად აღელვებთ ის ფაქტი, რომ მათ მაისურზე სათამაშო კომპანიების ლოგოტიპების გამოსახვა არაერთ ახალგაზრდას აზარტული თამაშებისაკენ უბიძგებს.
ინგლისის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ტომ უოტსონმა The Guardian-თან საუბარში აღნიშნა, რომ მისი პარტია აპირებს დაიწყოს სერიოზული ბრძოლა იმ ფარული ეპიდემიის წინააღმდეგ, რასაც საფეხბურთო კლუბების ხელშეწყობით ახალგაზრდების აზარტულ თამაშებში ჩაბმა ჰქვია. პარტია უკვე მუშაობს კანონპროექტზე, რომლის ძალაში შესვლის შემთხვევაშიც აზარტული თამაშების ბიზნესთან დაკავშირებულ კომპანიებს საფეხბურთო კლუბების დასპონსორება აეკრძალებათ.

ამ მომენტისათვის ინგლისის პრემიერლიგის 200 კლუბიდან ცხრას ასპონსორებენ კომპანიები, რომლებიც ფსონებზე მუშაობენ. სასპონსორო კონტრაქტების საერთო ფასმა გასულ სეზონში 48,1 მლნ ევროს მიაღწია.

გარდა ამისა მსგავსი სახის კონტრაქტები ინგლისის მეორე და მესამე დივიზიონის 16 კლუბს აქვს გაფორმებული.

გასულ წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ახალგაზრდული გუნდების მატჩების მიმდინარეობისას აკრძალა ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქციის რეკლამირება. 2017 წლის დასაწყისში ასოციაციამ კონტრაქტი გაწყვიტა საბუქმეკერო კანტორა Ladbrokes-თან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები