LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვედით ქვეყნის მთავარ ფაროსანასთან” – ხმაური ივანიშვილის ბიზნესცენტრთან (ვიდეო)

64

ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია – მსვლელობამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის ბიზნესცენტრის შესასვლელზე მისი სურათები გააკრეს წარწერით “ფაროსანა”.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ივანიშვილმა მიტაცებული ტერიტორიები უნდა დააბრუნოს.

“მოვედით ამ ქვეყნის მთავარ ფაროსანასთან, რომელიც შემოსეულია მთელ საქართველოზე და იტაცებს ქართულ მიწას და ტერიტორიებს. ის რაც თბილისში და ბათუმში ერთდროულად მოხდა, ეს იყო ტერიტორიების მიტაცება. მან უნდა დააბრუნოს მიტაცებული ტერიტორიები. თბილისის გულს პუშკინის სკვერს არ ვაქცევთ მის პირად გარაჟად”, – განაცხადა ენმ-ს მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა.

ენმ–ს ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, თავად ივანიშვილის ბიზნესცენტზე და მის ისტორიაზეც ისაუბრა და ის პუშკინის სკვერის ერთ ლარად გასხვისებას შეადარა.

“ამ ცენტრის მშენებლობა შევარდნაძის დროს დაიწყო. მთელ საქართველოს ეუბნებოდნენ, რომ მილიარდერი ადამიანი გვარად ლაზაროვი ინვესტიციას ახორციელებდა. აშენდა, გადაიხურა, კეთილმოეწყო, მაგრამ რა მივიღეთ? ივანიშვილის საცხოვრებელი სახლი. 

დღესაც გვეუბნებიან, რომ შუაგულ თბილისში, ივანიშვილი ინვესტიციას ახორციელებს… ასეთი ცინიზმი დიდი ხანია თბილისელებს არ მოუსმენიათ”, – განაცხადა მელიამ.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ახლოს, ქართლის დედასთან, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, აქციის მონაწილეები, ყოფილი პრემიერის კომპანიისთვის, მიწების ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებენ. აქცია–მსვლელობა რუსთაველის მეტროდან 14 საათზე დაიძრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები