LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვიგეთ: 19 წლამდელებმა შვედებს აჯობეს

70

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში შვედეთს შეხვდა და მოუგო.

დაძაბული შეხვედრა ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მესამე წუთზე ჩვენებმა ანგარიში გახსნეს: შვედეთის კარში ლამაზი გოლი გიორგი კოხრეიძემ გაიტანა.

31-ე წუთზე კი გიორგი ჩაკვეტაძემ შესანიშნავი გარღვევა გოლით დააგვირგვინა: 2:0.

 

36-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა მორიგი სახიფათო მომენტი შექმნეს. გიორგი არაბიძე მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა, თუმცა სტუმართა მეკარემ ძლიერად დარტყმული ბურთის აღება მოახერხა.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე, 47-ე წუთზე ვიქტორ გიოკერესმა საქართველოს კარში გოლი გაიტანა და ანგარიში შეამცირა.

ორიგე გუნდს არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა მეტი გოლი არარ გასულა.

საბოლოოდ, 2:1 გავიმარჯვეთ და ჯგუფში პირველი 3 ქულა მოვიპოვეთ. საქართველოს 19 წლამდე ნაკრებს გადამწყვეტი მატჩი წინ ელის. გიორგი ყიფიანის გუნდი ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 8 ივლისს, ჩეხეთის ნაკრებთან ჩაატარებს. მატჩი „მიხეილ მესხზე“, 20:00 საათზე დაიწყება.

 

საქართველო – შვედეთი 2:1 (2:0)
თბილისი, „მიხეილ მესხი“, 8 300 მაყურებელი

საქართველო: ჩოჩიშვილი, მალი, კობოური, კუცია, კოხრეიძე, სამურკასოვი (’88 ხუბაშვილი), ჩაკვეტაძე (’86 არველაძე), ქოჩორაშვილი (’70 საღრიშვილი), არაბიძე, ლაკვეხელიანი.

სათადარიგო შემადგენლობა: გუგეშაშვილი, კახიძე, არველაძე, საღრიშვილი, ხუბაშვილი, კვანტალიანი, ჩოგაძე.

გოლები: 1:0 კოხრეიძე (3), 2:0 ჩაკვეტაძე (31), 2:1 გიოკერესი
გაფრთხილება: სამურკასოვი (64), ლაკვეხელიანი (75), არველაძე (90) – ლიდბერგი (54), კრალი (65)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 11 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 1:2


ვულოცავ: საქართველომ გამარჯვება დაიმსახურა

შვედეთი 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კლაეს ერიკსონმა საქართველოსთან მარცხის შემდგომ პრესკონფერენცია გამართა.

კლაეს ერიკსონი: “იმედგაცრუებული ვარ. თავიდანვე ბურთი დავუთმეთ, თუმცა მეორე ტაიმში ჩვენი შესაძლებლობები ვაჩვენეთ. მინდა საქართველოს ნაკრებს მივულოცო, რომელმაც ძალიან სწრაფი და კარგი ფეხბურთი ითამაშა.
ჩვენ კონცენტრაცია დაგვაკლდა, შესაძლოა ფეხბურთელები ნერვიულობდნენ, აშკარა იყო, რომ პირველი ტაიმი უფრო სუსტად ჩავატარეთ, ვიდრე მეორე. თუმცა ეს არის უმაღლესი დონის ტურნირი და უფრო მეტად უნდა ეცადონ კონცენტრირებას.
საქართველოში ჩამოსვლამდე ჩვენი მიზანი ნახევარფინალში გასვლა იყო, თუმცა თანაბარი დონის გუნდები თამაშობენ ჩვენს ჯგუფში და ვულოცავ საქართველოს, მან დაიმსახურა გამარჯვება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები