LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვითხოვთ მერისგან, ჩამოვიდეს და გაგვცეს პასუხი – ნარმანიას 30-წუთიანი ვადა მისცეს

28

“დედაქალაქის მერისგან მოვითხოვთ, ჩამოვიდეს, თბილისელებს ჩახედოს თვალებში და უთხრას, რომ თბილისის ქონება არ გადაეცემა ივანიშვილს,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, მერიის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

უდუმაშვილი დავით ნარმანიას და თბილისის მერიას ბიძინა ივანიშვილის დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს.

მისივე თქმით, დავით ნარმანიას აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ნახევარ საათს აძლევს.

“მოვითხოვთ, ჩამობრძანდეს ნარმანია და მოგვცეს გარანტია იმის, რომ არჩევნებამდე ეს პროცესი შეჩერებული იქნება. არჩევნების შემდეგ კი თბილისს მიხედავს ის ადამიანი, ვისაც გული შესტკივა და არასდროს გახდება ბიძინა ივანიშვილის მონა. თბილისი ეკუთვნის თოთოეულ თქვენგანს და კეთილი ინებოს ნარმანიამ და მისმა კანტორამ და უარი თქვან ბიძინა ივანიშვილის მონობაზე. აუცილებლად ჩამოვიდეს და გაგვცეს პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ტალღას ვერ შეაჩერებენ. აქედან ფეხს არ მოვიცვლით, სანამ დედაქალაქის მერისგან პროცესის შეჩერებაზე გარანტიას არ მივიღებთ,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები