LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებ ცესკოს, დარღვევებზე მკაცრი რეაგირება მოახდინოს – მამუკა მდინარაძე

16

“ქართული ოცნების” წევრი, მამუკა მდინარაძე, ცესკოს მოუწოდებს, მკაცრი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დარღვევაზე.

ამ განცხადებით დეპუტატი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” კვლევას გამოეხმაურა.

“ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ გარკვეული არასამთავრობოები თავიანთ დასკვნებში გარკვეულ ტენდენციას ამჟღავნებენ, თუმცა ნებისმიერი ფაქტი, რომელიც აღნიშნულია მათ დასკვნებში, ყურადღების მისაქცევია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ცესკოს, რომ მოახდინოს მკაცრი რეაგირება მსგავს ფაქტებზე,”  – განაცხადა მდინარაძემ.

დარღვევებზე საუბრისას, მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ  სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ ცდილობს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებით.

“ვიდეოში ჩანს, რომ ბათუმის ნომერ პირველი საარჩევნო უბნის წევრი, მარინა ჟღენტი, ღიად ახორციელებს ”ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო აგიტაციას, აწვდის შესაბამის დოკუმენტაციას და პარტიის სააგიტაციო მასალას ამომრჩეველს, რაც კანონდარღვევაა. ეს ქმედება აკრძალულია კანონით. ქალბატონი ასევე აცხადებს, რომ დავალება მიღებული აქვს ”ნაციონალური მოძრაობის” შტაბიდან. მოცემული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე არის ეს, თუ როგორ ცდილობენ, ნებისმიერი მეთოდით მოახდინონ გავლენა ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე. მივმართავთ ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მოახდინოს რეაგირება,” – აღნიშნა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები