LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, მუხთარლი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს – ტენოკი

57

პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ აფგან მუხთარლის გატაცება ძალიან შემაშფოთებელია, – “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით,  ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ჩარლზ ტენოკმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ.

„პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ აფგან მუხთარლის გატაცება ძალიან შემაშფოთებელია. ასევე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ არსებობს ეჭვები საქართველოს სპეცსამსახურების მონაწილეობაზე ამ საქმეში. საგამოძიებო ჟურნალიზმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ცხოვრებაში და უზურნველყოფილი უნდა იყოს, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ თავისუფლად მუშაობა. ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, მოუხსნას ყველა ბრალდება აფგან მუხთარლის და ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს“, – განაცხადა ჩარლზ ტენოკმა.

ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობს. აღნიშნული თემის განხილვა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტსაც უყრის კენჭს, თუმცა იქამდე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების თემაზე ევროპარლამენტის 17 წევრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

რაც შეეხება უშუალოდ რეზოლუციას, პროექტის სახელწოდებაა „მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ და მასში „ევროპარლამენტი გამოთქვამს სერიოზულ აღშფოთებას აფგან მუხთარლის საქართველოში შესაძლო გატაცებასთან და აზერბაიჯანში მის უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით“ და აღნიშნულს „საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად“ მიიჩნევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები