LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ეს საქმე ეფექტურად გამოიძიოს: აფგან მუხთარლის საქმეზე იმსჯელეს

35

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის რეზოლუციაში 2017 წლის 29 მაისს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცებასა და აზერბაიჯანში მის უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებითაც არის საუბარი.

ჩვენ მხედველობაში ვიღებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ პირველ ზომებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს საქმე ზედმიწევნით და ეფექტურად გამოიძიოს“, – წერია განცხადებაში.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა სხდომის დასრულების შემდეგ რეზოლუცია მიიღო, სადაც სხვადასხვა საკითხია შეფასებული.

აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი, სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.