LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ პარლამენტს, ომბუდსმენის არჩევაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოს – NGO-ები

72

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევისას უფლებადამცველი ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოს. ამის შესახებ 12 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“ყველასთვის ცნობილია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურის ფორმალური დასახელების უფლება მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციასა და ფრაქციებს მიღმა დარჩენილ არანაკლებ 6 დეპუტატს შეუძლია. ამის მიუხედავად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყოველთვის მონაწილეობდნენ იმ დისკუსიებსა და განხილვებში, რომლებიც სახალხო დამცველის არჩევას თან სდევდა.

“როგორც ჩვენთვის ცნობილია, არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი დაიწყებს სახალხი დამცველის შერჩევის პროცესს. მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება დაინტერესებულ პირთა მონაწილეობა. არაერთი დოკუმენტი, მათ შორის, პარლამენტის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა, ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასეთი დაპირებები კი მნიშვნელობას ისეთი პროცესის დროს იღებს, როგორც სახალხო დამცველის არჩევაა.

“შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და, განსაკუთრებით, საპარლამენტო უმრავლესობას უზრუნველყოს უფლებადამცველი ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა სახალხო დამცველის არჩევის პროცესში,” – აღნიშნულია განცხადებაში.

პოპულალურები