LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოწმემ ისაუბრა, რა ვითარებაში დაიწყო კონფლიქტი – მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი

70

მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომელიც განვითარდა ხორავას ქუჩაზე , ე.წ. არკაში, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე 51-ე სკოლის მოსწავლე დაიკითხა, რომელიც მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

“მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომელიც განვითარდა ხორავას ქუჩაზე, ე.წ. არკაში. კერძოდ, მოწმემ ისაუბრა თუ რა ვითარებაში დაიწყო კონფლიქტი, ვისსა და ვის შორის მოხდა კონფლიქტი და რა შემდგომი განვითარება ჰპოვა მოვლენებმა. აღნიშნული მოწმის მიერ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები ხელს შეუწყობს მნიშვნელოვნად ბრალდების მხარეს რათა გაამყაროს საქმეში არსებული სხვადასხვა მტკიცებულებები. მოწმის დღევანდელი ჩვენება, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდეს და გვაქვს მხოლოდ ერთი მოლოდინი, რომ ბრალდებულების მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი”, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

51-ე სკოლის ორი მოსწავლე ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები