LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოწმეს, რომლის ტანსაცმელზეც ერთ-ერთი გარდაცვლილის სისხლი აღმოჩნდა, გარდაცვლილთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა – პროკურორი

51

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, მოწმემ, რომლის ტანსაცმელზეც ერთ-ერთი გარდაცვლილის სისხლი აღმოჩნდა, სასამართლოში დაკითხვისას არაერთხელ თქვა, რომ მას მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან.

ზვიად ფხაკაძის თქმით, იმ ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიხედვითაც მოწმეს საერთოდ არ ჰქონია გარდაცვლილთან შეხება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ექსპერტიზის დასკვნით, სხვადასხვა პირებზე ამოვიდა გარდაცვლილის სისხლი. ეს ბუნებრივია, ვინაიდან იმ მოწმემ, რომლის ტანსაცმელზეც სისხლი იყო, პროცესზე თავად არაერთხელ განაცხადა, რომ გარდაცვლილთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მოწმემ გარდაცვლილთან კონტაქტი დაადასტურა. ეს განაცხადა, როგორც ჩვენ მიერ, ასევე დაცვის მხარის მიერ დაკითხვის დროს. რეალობას არ შესაბამება ის, რომ მოწმეს არ ჰქონია კონტაქტი გარდაცვლილთან და, აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვები იმაზე, თუ როგორ მოხვდა ერთერთი გარდაცვლილის სისხლი მის ტანსაცმელზე,“ – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი მოზარდის, დათო სარალიძის მამის, განცხადებით, ახალი ექსპერტიზით, სისხლი ერთ-ერთი მოწმის ტანისამოსზე აღმოჩნდა, რომელმაც სასამართლოში დაკითხვისას სარალიძესთან კონტაქტი უარყო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები