LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოზარდ მაყურებელთა თეატრი” პრემიერისთვის ემზადება

162

7 აპრილს მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე პრემიერა შედგება. სტელმახის პიესას “ავი ლომისგან დღეს, ვინ გადაარჩენს ტყეს“ რეჟისორი, ოთარ ბაღათურია დგამს.

უკრაინელი დრამატურგის, იაროსლავ სტელმახის პიესა, ოთარ ბაღათურიამ ჯერ კიდევ 1997 წელს თარგმნა და იმდროინდელ ქართულ რეალობას მოარგო. 90-იან წლებში სპექტაკლი სხვა და სხვა შემადგენლობით რამდენიმეჯერ აღდგა.

7 აპრილს მოზარდ მაყურებელთა თეატრი, მაყურებელს სპექტაკლის განახლებულ ვერსიას სთავაზობს. დამდგმელი რეჟისორის აზრით, პიესა 20 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალურობას, რადგან ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემები, ყველა დროში მარადიულია. ორ მოქმედებიანი კომედია პოლიტიკური ქვეტექსტებით. ავი ლომი, რომელიც ტყის უზურპაციას მოინდომებს და თანამზრახველად იქაურ მგელს გაიხდის.

სპექტაკლის მხატვარი გიორგი ბოქოლიშვილია, კოსტიუმები მაია სხირტლაძეს ეკუთვნის, კომპოზიტორი დავით საყვარელიძე, ხოლო სიმღერების ტექსტის ავტორი, კოტე ყუბანეიშვილია. ქორეოგრაფია გია მარღანიას ეკუთვნის.

სპექტაკლში მონაწილეობენ: მამუკა ბოგვერაძე, ირაკლი გოგოლაძე, ქეთი ჩაჩუა, თეკლა ჯავახაძე, ლევან კაციაშვილი, რაჟდენ კერვალიშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, ხატია მელქაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, ლაშა გრძელიძე, ნინო არჩაია, სოფო ფერაძე, ნინო გურულიშვილი, ირინე კუკულაძე, კესო მაისაშვილი და დავით ქარსელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები