LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდების მკვლელობაზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს – ადვოკატი

69

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. როგორც ბრალდებულ დ.ღ.-ს ადვოკატი გოჩა კვარაცხელია აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს მხოლოდ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის დამალვის ნაწილში აღიარებს.

ადვოკატი განმარტავს, რომ მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამასთან შეხვედრის თაობაზე სასამართლოს, თავად სარალიძის თხოვნით არ მოახსენა.

“ცრუ ჩვენების მუხლით ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ის ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ თავს. კერძოდ ერთ ნაწილში, ზაზა სარალიძის ნაწილში ცნობს თავს დამნაშავედ და ამბობს, რომ მათ შორის საუბარი ნამდვილად შედგა. სასამართლოს კი ამის თაობაზე თავად ზაზა სარალიძის თხოვნით არ მოახსენა. საუბარში კი ისეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, რომ გამოძიებას ან სასამართლოს ხელი შეშლოდა”, – განაცხადა კვარაცხელიამ.

ადვოკატი საქმის დანარჩენ დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ დეტალებზე საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებს.

ბრალდებულის დედა კი აცხადებს, რომ მისი შვილს არანაირი ცრუ ჩვენება არ მიუცია და ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ დაკავებულის დედამ ჟურნალისტებს პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

„კითხვებს პასუხს სასმართლოში გასცემს. არანაირი ცრუ ჩვენება არ ჰქონია. ბრალს არ აღიარებს,“ – განაცხადა არასრულწლოვნის დედამ.

ამასთან, მისი თქმით, მცდარია განცხადებები, რომ შესაძლოა, მის შვილს ბრალი დაუმძიმდეს.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ-ს დღეს ბრალი წაუყენეს.

პოპულალურები