LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდების მკვლელობის საქმე – კომისია ორ არასრულწლოვან მოწმეს ხვდება

90

საგამოძიებო კომისია მოზარდების მკვლელობის საქმის ორ არასრულწლოვან მოწმეს ხვდება.

გამოკითხვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მოწმეთაგან ერთ-ერთი დეპუტატებმა ერთხელ უკვე გამოკითხეს. საგამოძიებო კომისიის ინფორმაციით, დღევანდელი გამოკითხვა ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების დეტალების დასაზუსტებლად მიმდინარეობს.

საგამოძიებო კომისიაში დღეს ასევე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე გამოკითხეს. ძირითადი კითხვები მიხეილ კალანდიას და მირზა სუბელიანის მიმართ დაგვიანებულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხებოდა.

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროც აწარმოებს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები