LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდების მკვლელობის საქმე – კომისიამ ორი არასრულწლოვანი გამოკითხა

45

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიაში ორი არასრულწლოვანის გამოკითხვა დასრულდა.

პროცესი დახურულ რეჟიმში ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომისიის წევრების ცნობით, გამოკითხვაზე ცდილობდნენ დეტალების დაზუსტებას, თუ რა დაინახეს არასრულწლოვნებმა მკვლელობის ადგილზე.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ საბოლოო სურათს მალე ჩამოაყალიბებენ.

კომისიის კიდევ ერთი წევრის, ოპოზიციონერი ოთარ კახიძის თქმით, ყველა გამოკითხვა არის საინტერესო და ყველა ახსნა-განმარტება ფასეული რადგანაც კომისიის წევრები სვამენ ყველა იმ კითხვას, რომელიც გამორჩენილია გამოძიების პროცესში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები