LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოზარდებს მშობლების მეტი ყურადღება სჭირდებათ” – ილია მეორე

37

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში მოზარდების თვითმკვლელობის შემთხვევების მატებას ეხმიანება. ილია მეორის განცხადებით, გარდამავალი ასაკის ახალგაზრდებში ემოციური ფონი გაძლიერებულია, ამასთან, გარემოს შეცნობისა და ძიების პროცესი მიმდინარეობს, რასაც შეიძლება არასწორი მიმართულება მიეცეს.

„ამიტომაც, ჩვენს გოგონებსა და ვაჟებს ამ პერიოდში მშობლებისაგან მეტი ყურადღება სჭირდებათ. მართალია, ეკონომიურმა გაჭირვებამ დედაც და მამაც აიძულა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად მთელი დღე სახლის გარეთ დაჰყონ, მაგრამ შვილზე მზრუნველობა უმთავრესია და აქ, როგორც ქალის, ისე მამაკაცის, პასუხისმგებლობა თანაბარია.

მოზარდებისათვის ყურადღების მიქცევა მკაცრ მოპყრობას არ გულისხმობს. პირიქით, ეს ისეთი ასაკია, როდესაც თქვენ, მშობლები, მათ მეგობრად უნდა ექცეთ, მეტი სითბო აჩვენოთ, დაინტერესდეთ მათი მიზნებით, ცხოვრების წესით, სამეგობრო წრით, რომ თანამდგომად მიგიღონ და გულახდილნი გახდნენ. ეს თქვენთვისაც აუცილებელია და მათთვისაც,» – აღნიშნულია პატრიარქის ეპისტოლეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები