LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდებში მარიხუანას მოხმარება შიზოფრენიას იწვევს

159

როგორც აღმოჩნდა, მარიხუანას მოხმარება არც თუ ისე უსაფრთხოა. მერილენდის უნივერსიტეტის მიცნიერების სენსაციური კვლევა ჟურნალმა Neuropsychopharmacology გამოაქვეყნა. გამოცემა მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ მარიხუანას რეგულარული მოხმარება მოზარდებში ნეგატიურად მოქმედებს თავის ტვინის უჯრედებზე და საგრძნობლად ზრდის ფსიქიკური დაავადებების, მათ შორის შიზოფრენიის,  რისკს.

მეცნიერები ხანგრძლივი დროის მანძილზე აკვირდებოდნენ მარიხუანას შემადგენლობაში არსებული ნივთიერების, ტერაკანაბინოლის მოქმედებას. თავდაპირველად ცდები თაგვებზე ჩაატარეს, რომლებსაც 20 დღის განმავლობაში ტერაკანიბინოლის გარკვეულ დოზას აძლევდნენ. წლების შემდეგ ელექტროკორტიკოგრაფიის  შედეგები გამაოგნებელი აღმოჩნდა. თაგვებს, რომლებიც ტეტრაჰიდროკანაბინოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, თავის ტვინში გარკვეული ცვლილებები აღენიშნათ. კვლევით ირკვევა, რომ ტეტრაჰიდროკანაბინოლი თავის ტვინის იმ ნახევარსფეროზე ახდენს გავლენას, რომელიც რთულ კოგნიტურ ფუნქციებზეა პასუხისმგებელი.

მეცნიერები ამბობენ, რომ მოზარდობის პერიოდში, როცა თავი ტვინი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპს გადის, მარიხუანას უამრავი ნეგატიური ცვლილების გამოწვევა შეუძლია.

პირველი კვლევა ამ თემაზე 2009 წელს ჩატარდა. მაშინ ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარიხუანას მომხმარებლებსა და შიზოფრენიას შორის კავშირი მინიმალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები