LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდი დაკრძალვამდე ცოტა ხნით ადრე გაცოცხლდა

59

მოზარდის მშობლები შოკში ჩაცვივდნენ, როდესაც მათი შვილი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, საკუთარი დასაფლავების წინ „გაცოცხლდა“ – „ინდეფენდენთის“ ცნობით, შემთხვევა ინდოეთში, კარნატაკას შტატში მოხდა.

ქუმარ მარევადი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

17 წლის ბიჭი უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა და კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით იწვა. ქუმარ მარევადი შეერთებული იყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და ექიმები მშობლებს ვერაფრით აიმედებდნენ, ინფექცია მთელს ორგანიზმში გავრცელდა. მისი გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა, ამიტომ აპარატი გამორთეს.

ბიჭი მშობლებმა სახლში წაიყვანეს, ქუმარმა სუნთქვა შეწყვიტა. ყველამ დაიჯერა, რომ ის გარდაიცვალა.

ოჯახმა დაგეგმა დაკრძალვის ცერემონიალი, თუმცა დაკრძალვის ადგილამდე 2 კმ იყო დარჩენილი, როდესაც ქუმარმა თვალები გაახილა და კიდურები გაამოძრავა. ბიჭი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები