LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, დაღუპულია ახალგაზრდა ქალი

47

გლდანში მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა. გასროლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით,  მოზარდი მამის კუთვნილი იარაღით თამაშობდა და იარაღი მაშინ გაუვარდა.

დაღუპული  26 წლის გოგოა, რომელიც აღნიშნული ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა და მათთან სტუმრად იმყოფებოდა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით უკვე დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შემთხვევა გლდანში  ორი დღის წინ მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები