LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდს, რომელსაც უცხოელი დაესხა თავს, შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს

78

არასრულწლოვანს, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე დაესხა თავს, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა ოთარ რუსაძემ განაცხადა.

როგორც ექიმი აცხადებს, პაციენტს დაზიანებები აღენიშნება მუცლის ღრუში და ტვინის შერყევა აქვს.

გამონაჟონია ელენთასან, უნდა დავადგინოთ ძველი გამონაჟონია თუ ახალი ტრავმაა. შევაფასებთ, შესაძლებელია თუ არა პაციენტის გადაყვანა სხვა კლინიკაში, რათა შეფასდეს თვალის მდგომარეობა. კონსულტაციას ჩაუტარებენ ოფთალმოლოგები. თუ გახდა საჭირო, ჩაუტარდება ოპერაცია და ისევ დაბრუნდება იაშვილის კლინიკაში. უფრი მეტი დაზიანება აქვს მარჯვენა თვალზე, თუმცა სისხლნარევი გამონადენი ორივე თვალზე შეინიშნება. პაციენტს აქვს ტვინის შერყევა. ანატომიურად ტვინი არაა დაზიანებული. სახეზე აქვს სისხლნაჟღენთები. კისერზე არის ხრჩობისკვალი. საჭიროების შემთხვევაში პირველ რიგში ელენთაზე ჩაუტარდება ოპერაცია”, – განაცხადა ექიმმა.

შემთხვევა თბილისში დღეს მოხდა. 13 წლის მოზარდს ლიფტში უცხო ქვეყნის მოქალაქემ სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო. დამნაშავე დაკავებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები