LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მქონდა მოლოდინი, რომ იუსტიციის მინისტრი უფრო პრინციპულ პოზიციას დაიჭერდა – სულხან სალაძე

59

მე მქონდა მოლოდინი, რომ იუსტიციის მინისტრი უფრო პრინციპულ პოზიციას დაიჭერდა და მხარს დაუჭერდა იმ ქალებს, ვინც ხმა აიმაღლეს იმ პროცესებთან დაკავშირებით, რისი მოწმეც ბოლო პერიოდში ვართ ჩვენ ყველა, – ამის შესახებ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე სულხან სალაძემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პაპუნა უგრეხელიძის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სალაძემ აღნიშნა, საია-ს ხელთარსებული ინფორმაციით, საუბარია ორ საქმეზე.

”ერთ საქმეზე პრაქტიკულად სახალხო დამცველის მიერ დიდი ხნის წინ არის დასრულებული საქმის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც არის მიღებული. როდესაც იუსტიციის მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ ისინი დაელოდებიან გადაწყვეტილებას, ასევე უშუალოდ აპირებენ გასაუბრებას ამ თემასთან დაკავშირებით ბატონ უგრეხელიძესთან, ვფიქრობ, საქმე, სადაც პრაქტიკულად დადგენილია კონკრეტული ფაქტი და სახალხო დამცველი თავის დროზე საუბრობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, აქ გაცილებით მარტივად და იოლად შეიძლება გადაწყვეტილების მიღება მინისტრის მიერ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფაქტები და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში თუკი რეგირებაზე არის საუბარი იუსტიციის მინისტრის მხრიდან, ის ერთი საქმეც რომელზეც დასრულებულია წარმოება, საკმარისია, რომ მინისტრმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

მე მქონდა მოლოდინი, რომ მინისტრი უფრო პრინციპულ პოზიციას დაიჭერდა და მხარს დაუჭერდა იმ ქალებს ვინც ხმა აიმაღლეს იმ პროცესებთან დაკავშირებით რისი მოწმეც ბოლო პერიოდში ვართ ჩვენ ყველა”, – განაცხადა სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები