LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მქონდა მრავალჯერადი ეპილეფსიური გულყრები,რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს პატიმრობისას დამეწყო”

254

“ქართულმა მარშმა” სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი წევრი სანდრო ბრეგაძე, პოლიციის მიერ სასტიკად ნაცემი, ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკის ექიმები კი ბრეგაძის წამების ფაქტს გამორიცხავდნენ და აცხადებდნენ, რომ სანდრო ბრეგაძე საავადმყოფოში საკუთარი მოთხოვნით გადაიყვანეს.

საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ  განმარტებას აკეთებს სოციალურ ქსელში თავად ბრეგაძე, რომელსაც “ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:

“რადგან ასეთი ინტერესია გეტყვით-მქონდა მრავალჯერადი ეპილეფსიური გულყრები,რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს პატიმრობისას დამეწყო.დანარჩენზე არ ვსაუბრობ,რადგან არ მინდა თავი წამებულად დავსახო მაშინ როდესაც ჩემი ძმები დაპატიმრებულები არიან,დღეს უპირველესად ისინი არიან ქრისტესთვის დევნილები.რაც შეეხება წამებას-თუ ვინმეს წამება მარტო შანთით დაწვა ან ფრჩხილების დაძრობა გონია ეს მისი გაუთვიცნობიერებლობის პრობლემაა,ამიტომ არ განვავრცობ ამ თემას.მიუხედავად მძიმე გულყრების ფონისა მაინც ავდექი და წავედი დაკითხვაზე,მივეცი ჩვენება.მიუხედავად იმისა,რომ გაბუნიას მიერ მოწყობილი პროვოკაციისას ვიმყოფებოდი რუსთაველის გამზირზე და ვერ შევესწარი ამ ფაქტს,დარწმუნებული ვარ რომ ქართული მარშის ბიჭები უდანაშაულოები არიან და ქრისტესთვის დევნილებად ვთვლი.ჩვენებაში აღვნიშნე რომ ეს იყო გაბუნიას პროვოკაცია და ბიჭები არიან აბსოლიტურად უდანაშაულოები.მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს,რომლებიც შეესწრო გაბუნიას პროვოკაციას–აუცილებლად მიბრძანდით პოლიციაში და მიეცით ობიექტური ჩვენება,რადგან ეს არის ქრისტესთვის დევნილი ბიჭების გადარჩენა პატიმრობისგან.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები