LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მრავალპარტიულ რეზოლუციას მეტი ძალა ექნება – იან კელი

85

საქართველოში აშშ-ს ელჩის, იან კელის, განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მიპყრობილია რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმისადმი და ახლა მნიშვნელოვანია პარლამენტის რეაგირება.

„ტატუნაშვილის საქმეზე არსებობს ორი ძირითადი მიმართულება. პირველი ჰუმანიტარულ საკითხს უკავშირდება. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ტატუნაშვილის ოჯახი ვერ იბრუნებს ცხედარს და არ აქვს შესაძლებლობა როგორც წესი ისე მიაგოს პატივი. პირადად ჩემთვის გაუგებარია, რატომ ფერხდება ცხედრის გადმოცემა. მეორე მიმართულება უფრო პოლიტიკურია, მაგრამ საერთო ჯამში ეს ყველაფერი პასუხისმგებლობას ეხება.

საჭიროა დადგინდეს სიმართლე, გარდაცვალების გარემოება, ჩატარდეს გამოძიება და დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. ასე რომ საერთაშორისო გაერთიანების ყურადღება მიპყრობილია რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისკენ. მნიშვნელოვანია პარლამენტმა რეაგირება მოახდინოს. უფრო მეტი ძალა იქნება თუ რეაგირება მრავალპარტიული იქნება.

აქცენტი უნდა გაკეთეს პასუხისმგებლობაზე. პარლამენტის და მთავრობის ნებისმიერ ინიციატივას ამ საკითხზე მხარს ვუჭერთ და მხარს დავუჭერთ მომავალშიც,”-აცხადებს იან კელი.

საპარლამენტო უმრავლესობას რეზოლუციის ტექსტზე მუშაობა ამ დრომდე არ დაუსრულებია.

ოპოზიციის მოთხოვნაა, რეზოლუციის ტექსტს დაემატოს სანქციები, რომელსაც საქართველო რუსეთს დაუწესებს და ასევე შეიქმნას ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, თუმცა მმართველ გუნდში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ ჩაიდება თუ არა რეზოლუციაში სანქციების ნაწილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები