LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მრავალშვილიანობა ქვეყნის სიძლიერეა

250

სამების ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა პროექტის – „მრავალშვილიანობა ქვეყნის სიძლიერეა“ პრეზენტაცია. ღონისძიების ორგანიზატორია მრავალშვილიანი დედების ორგანიზაცია „გენი ქართული“, რომლის მიზანია მრავალშვილიანობის პოპულარიზაცია საქართველოში.

პროექტის ფარგლებში ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ გამართა საქველმოქმედო ფსიქოლოგიური ტრენინგი მრავალშვილიანი დედებისთვის.

საბავშვო ავტორმა ირმა ხურცია-ანდრიაძემ თავისი წიგნი „წათე და უხილავი მეგობარი“ საჩუქრად გადასცა მრავალშვილიან ოჯახებს. ნაწარმოები ექვსშვილიანი ოჯახის ცხოვრებაზეა და მკითხველს ბედნიერი ოჯახის ჯანსაღ სქემას სთავაზობს. ამ წიგნისთვის ავტორი დაჯილდოვებულია კათოლოკოს-პატრიარქის სიგელით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები