LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მრჩეველი“ პაციენტებს ბინაზე უფასო მომსახურების სერვისს სთავაზობს

507

„მრჩეველი“ ქვეყნის მასშტაბით ქსელის გაფართოებას განაგრძობს. აღნიშნული სამედიცინო ცენტრი ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:

  • სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა ლაბორატორიის ფილიალი გლდანში, ახმეტელის თეატრის მოპირდაპირედ, ვასაძის #7-ში, სადაც პაციენტებს, როგორც ყველა ფილიალში, აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრით;
  • წლის დასაწყიში კომპანიამ მეორე ფილიალი გახსნა ქალაქ ბათუმში, რომელიც მდებარეობს ბაგრატიონის ქ. 190/192-ში;
  • 2017 წლის გაზაფხულზე თბილისში გაიხსნა ფილიალი ვაკეში, მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. #49ა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მოპირდაპირე მხარეს;
  • ზაფხულის ბოლოს კომპანიის ფილიალების სიას ქალაქ ქუთაისში, ლაღიძის #3-ში მდებარე ფილიალი დაემატა.

როგორც ”მრჩეველში” აცხადებენ, ამ დროისათვის სამედიცინო ცენტრი აერთიანებს 3 ფილიალს თბილისში და თითო-თითო ფილიალს ქუთაისსა და ბათუმში.

”აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „მრჩეველის“ საკურიერო სამსახური პაციენტებს სთავაზობს ბინაზე უფასო მომსახურების სერვისს. ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს, წინასწარი ჩაწერით, აქვს მისთვის სასურველ მისამართზე ლაბორატორიული ჯგუფის გამოძახების საშუალება: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ჩვენი ჯგუფი ადგილზე აიღებს ანალიზებისათვის საჭირო მასალას და მიიტანს ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისათვის, ყოველგვარი დამატებითი ღირებულების გარეშე”, – აცხადებენ სამედიცინო ცენტრში.

შეგახსენებთ,  ,,მრჩეველი’’ 2001 წელს დაარსდა. ის იყო პირველი ლაბორატორია საქართველოში, რომელმაც დაიწყო ბიოლოგიური მასალის გაგზავნა საზღვარგარეთ.

გზავნილის მეშვეობით პაციენტს შეუძლია გერმანიაში, ლიმბახის ცენტრალურ და მის ჯგუფში შემავალ სპეციალიზებულ ლაბორატორიებში, ჩაიტაროს ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი:

–          გენეტიკური კვლევები;

–          უშვილობისა და ორსულთა პათოლოგიების კვლევები;

–          ახალშობილთა სკრინინგი;

–          ორსულთა სკრინინგი NIPT და ბიოქიმიური ტესტები;

–          ინფექციური დაავადებების და, მათ შორის, იშვიათი დაავადებების კვლევები;

–          აუტოიმუნური და სისტემური დაავადებების კვლევები;

–          შედედების სისტემის პათოლოგიების კვლევები;

–          ენდოკრინული პათოლოგიების კვლევები;

–          ქრომოსომული დარღვევებით მიმდინარე პათოლოგიების კვლევები;

–          სიმსივნის მარკერები;

–          ალერგიული დაავადებების კვლევები;

–          ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებების კვლევა;

–          ვეტერინარიული კვლევები და მრავალი სხვა.

გზავნილის დღეებია: ორშაბათი, სამშაბათი ოთხშაბათი პარასკევი. ანალიზის შედეგი 5-7 დღეში.

როგორც სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, ”მრჩეველი” დროთა განმავლობაში, წლებთან ერთად, იზრდებოდა და დღეს 100-ამდე ლაბორატორიულ კვლევას მომხარებელს ადგილზეც სთავაზობს. „ჩვენი ძირთადი პრიორიტეტი მომსახურებისა და ლაბორატორიული ანალიზების მაღალი ხარისხია, რაც დადასტურებულია საერთაშორისო აკრედიტაციის პროტოკოლებით და ხარისხის კონტროლის სერტიფიკატებით, ” – განმარტავენ ”მრჩეველში”.

აღნიშნული სამედიცინო ცენტრი გარდა ლაბორატორიისა,მოიცავს შემდეგ მომსახურებებს:

▶ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის კაბინეტი, ექ. დავით მეტრეველის ხელმძღვანელობით;

▶პედიტრიული და ფსიქოლოგიური სამსახური, ექ. ირაკლი რცხილაძის ხელმძღვანელობით;

▶დიაგნოსტიკური სამსახური: ულტრასონოგრაფია და ფიბროსკანი;

▶ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;

▶მორფოლოგიური სამსახური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები