LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მრცხვენია, რომ ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო – მდინარაძე სააკაშვილზე

36

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს, რომ აქტუალური დარჩეს.

მრცხვენია, რომ ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ის მიმართავს ყველანაირ ავანტიურას, რათა ისევ დარჩეს აქტუალური. საქართველოში ეს აღარ მოხდება. იმედია უკრაინელებიც მალე გაიცნობენ. ჩვენ ცოტა დიდი ხანი დაგვჭირდა. მან საქართველოს მოქალაქემ თავის დროზე საქართველოში ჩაიდინა დანაშაულები, რაზეც შესაბამისი განაჩენია დამდგარი,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სდებენ ბრალს.

მიხეილ სააკაშვილის წინააღდეგ საქართველოს სასამართლოში რამდენიმე საქმე განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები